ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც საქებარ სიტყვებს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ.
ცოტა ხნის წინ ირაკლიმ ლიზას ცოლობაც სთხოვა და წყვილის გულშემატკივრები ქორწილს მოუთმენლად ელოდებიან.
ამჯერად ირაკლიმ ლიზას ახალი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
“ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა”, ნომინაცია - მომავლის სხივი. გილოცავ, ჩემო, სულ გამარჯვებით გევლოს მთელი ცხოვრება, ვამაყობ შენით! - წერს ირაკლი.