ჟერარდ პიკეს სასიყვარულო რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, 2-თვიანი ურთიერთობის შემდეგ პიკე შეყვარებულს დაშორდა და შაკირასთან პატიების თხოვნით დაბრუნდა.
2022 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი - პიკე და შაკირა - ერთმანეთს დაშორდა. 45 წლის მომღერლის და 35 წლის ფეხბურთელის დაშორების მიზეზი ღალატი გახდა. მას შემდეგ ჟერარდი ბევრჯერ შენიშნეს ბარსელონის ღამის კლუბებში, ხოლო შაკირა კანის 75-ე კინოფესტივალს დაესწრო და ყურადღება კარიერაზე გადაიტანა.
ივნისში შაკირამ პიკე სახლიდან გააგდო და მედიაში განცხადებაც გაავრცელა:
„ჩვენ ვშორდებით. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას, რომელიც ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის აუცილებელია. გმადლობთ გაგებისთვის“, - ნათქვამი იყო მომღერლის ინტერვიუში.
თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ურთიერთობა გაწყვიტა თავის ახალ სიყვარულთანაც.
„ჟერარდს ესმის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის და შაკირა კვლავ შეძლებენ ერთად ცხოვრებას, მაგრამ მას გულწრფელად სურს, რომ შეინარჩუნონ თბილი ურთიერთობა“, - განუცხადა გაზეთ Marca-ს პიკეს მეგობარმა, ფოტოგრაფმა ჟორდი მარტინმა.
შაკირას პოზიციის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. მისი გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ შაკირა ფეხბურთელს არასოდეს აპატიებს. შაკირა აპირებს ბავშვების მაიამიში საცხოვრებლად წაყვანას, ჟერარდს კი სურს, რომ მისი შვილები ბარსელონაში დარჩნენ. ამის გამო შაკირა სასამართლოში ჩივილს უახლოეს მომავალში აპირებს.
შეგახსენებთ, რომ შაკირამ პიკესთან ერთად თითქმის 12 წელი გაატარა. ისინი 2010 წელს შეხვდნენ Waka Waka-ს მუსიკალური კლიპის გადაღებისას, რომელიც სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი გახდა.
„ჩვენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის დასასრულს შევხვდით. ვუთხარი, რომ თუ მის სანახავად ლიგის მოგება მჭირდებოდა, მაშინ ამას აუცილებლად გავაკეთებდი“, - თქვა მოგვიანებით პიკემ.

სკანდალური დაშორების შემდეგ ჟერარდ პიკე ახალ შეყვარებულთან ერთად სტოკჰოლმში გამოჩნდა (ფოტო)
„პიკე და შაკირა დაშორების შემდეგ შვილების მეურვეობაზე ვერ თანხმდებიან, შაკირა სასამართლოს მოსაგებად მზადაა“ - რას წერს ესპანური მედია ცნობილი წყვილის დაშორების შესახებ