ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოფიციალურად დაქორწინდნენ. წყვილმა საქორწინო ცერემონია შაბათს ვეგასში გადაიხადა, კვირას კი ჯენიფერმა ჭორები თავადვე დაადასტურა.
„გუშინ ღამით ვეგასში გავფრინდით და ვიქორწინეთ. პატარა, თეთრი ქორწილი გვქონდა შუაღამისას“ - დაწერა ლოპესმა სოციალურ ქსელში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქორწილში ერთ-ერთი ძველი კაბა მოირგო და ჩაცმულობაზე განსაკუთრებულად არც ბენს უზრუნია, რომელსაც მისი კარადიდან ჩვეულებრივი ჟაკეტი ეცვა.
„შეგიძლიათ ჯენიფერ ლოპეს-აფლეკი დამიძახოთ“, - დაწერა მოგვიანებით „ინსტაგრამზეც“.
წყვილი ერთმანეთს 2001 წელს ფილმის გადაღებაზე შეხვდა, 2003 წელს კი ისინი დაინიშნენ, თუმცა მალევე დაშორდნენ და ქორწილი არ გადაუხდიათ. მას შემდეგ ორივეს ჰყავდა ოჯახი და ზრდიან შვილებს, თუმცა ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზა მაინც გამონახეს.
„თვალებში ვუყურებდი და მეღიმებოდა, თან ვტიროდი. ვერ ვიჯერებ, რომ 20 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ისევ ხდება. ბენმა მკითხა, ვიყავი თუ არა თანახმა და ცრემლიანი თვალებით დავთანხმდი“, - ისაუბრა ლოპესმა ბოლოს მიცემულ ინტერვიუში.
ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი გადასაღებ მოედანზე - წყვილი ლოს-ანჯელესში, ბენის ახალი ფილმის გადაღებებზე იმყოფება
„დედა ძალიან მკაცრი იყო, ცემით სულს გვხდიდა... ერთ ღამეს საშინლად ვიჩხუბეთ და სახლიდან წამოვედი“ - ჯენიფერ ლოპესი მძიმე წარსულის შესახებ
როგორ გამოიყურება 85 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, რომლის შეძენაც ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკს სურთ