ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ, კადრები ჯვირსწერის ცერემონიიდან კი სოციალურ ქსელში მათმა მეგობრებმა გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა.
ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.