ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ, კადრები ჯვრისწერის ცერემონიიდან კი სოციალურ ქსელში მათმა მეგობრებმა გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა.
ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.
ქორწილის შემდეგ ირაკლი და ლიზა თაფლობის თვეში გაემგზავრნენ. წყვილმა თაფლობის თვისთვის Sani Resort-ი შეარჩია, რომელიც საბერძნეთში მდებარეობს.
ცოტა ხნის წინ წყვილმა ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან და ისვენებენ.
„სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს ლიზა.
ახალი ფოტოები საბერძნეთიდან - ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია თაფლობის თვეს კუნძულზე ატარებენ
"ბევრს არ დავწერ იმაზე, რაც “ატყდა” სოცქსელში..." - ირაკლი მაქაცარია ქორწილის გარშემო გავრცელებულ სკანდალს ეხმაურება
პოლიტიკოსები, მოდელები და დიზაინერები ქორწილში - ნახეთ, ვინ ესწრებოდა ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას საქორწინო ცერემონიას