ცოტა ხნის წინ სუპერმოდელი ქეით მოსი ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის პროცესზე მოწმის სახით წარდგა და დაადასტურა, რომ დეპს მისთვის არასდროს არანაირი სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ახლა კი მოდელმა „ბი-ბი-სის“ რადიოს ეთერში ყოფილ შეყვარებულზე გულწრფელად ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი დეპს.
„მე მჯერა სიმართლის, მჯერა პატიოსნებისა და სამართლიანობის. მე ვიცი სიმართლე ჯონის შესახებ. ვიცი ის, რომ მას არასდროს დავუგორებივარ კიბეებიდან“, – აცხადებს ქეითი.
შეგახსენებთ, რომ ემბერ ჰერდმა სასამართლოზე გაიხსენა მედიაში გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ ჯონი დეპმა ქეით მოსი კიბეებიდან დააგორა მაშინ, როდესაც ისინი სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.