ახალდაქორწინებული ჯენიფერ ლოპესი ხუთშაბათს ჯორჯიის შტატში საყიდლებზე გამოჩნდა. 52 წლის მომღერალი გასულ კვირას ბენ აფლეკთან ერთად ლას ვეგასს სტუმრობდა, მოგვიანებით კი მისი და ბენის შვილებთან ერთად გამოჩნდა.
ჯენიფერი ჯორჯიაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, რომელთანაც ბავშვობიდან რთული ურთიერთობა აქვს. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა რომ დედა მასზე ხშირად ძალადობდა და სცემდა.
ლოპესის ჩაცმულობასა და სტილში ყველაზე დიდი ყურადღება კვლავ მისმა საქორწინო ბეჭედმა მიიქცია, რომელიც ბენმა 2009 წელს უყიდა და 8 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ ბენი და ჯენიფერი მეორე ქორწილისთვის ემზადებიან, რომელიც, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას გაიმართება და გრანდიოზული მასშტაბები ექნება.