ევა ლონგორიას სილამაზის 7 წესი: როგორ გავხდეთ მოხდენილი დიეტის გარეშე - Marao

ევა ლონგორიას სილამაზის 7 წესი: როგორ გავხდეთ მოხდენილი დიეტის გარეშე

2017-03-01 11:28:59+04:00

გინდა, ლამაზი სხეული გქონდეს? შეინარჩუნო სილამაზე და ახალგაზრდა კანი? გამოიყენე ჰოლივუდის მსახიობის, ევა ლონგორიას რჩევები.

ის პოპულარული სერიალის, ”სასოწარკვეთილი დიასახლისების” გმირია, რომელიც ბევრ გოგოს და ქალს უყვარს.

მოხდენილი და სექსუალური ევა ლონგორიას სილამაზის წესები

1. ზომიერება კვებაში და არავითარი შეზღუდვა

Секреты красоты и стройности актрисы Евы Лонгории

”მე არ ვიტანჯავ თავს დიეტებით. მიყვარს თევზი და ვერც პიცისა და ჩიზბურგერის ჭამაზე ვამბობ უარს. თუ თქვენ ზომიერად მიიღებთ საკვებს, ზედმეტი წონის პრობლემა არ შეგექმნებათ” - დარწმუნებულია ევა. როგორც ხედავთ, რეზულტატი სახეზეა.

2. დაკავდით ფიტნესით

Секреты красоты и стройности актрисы Евы Лонгории

რეგულარულად! ევას ძალიან უყვარს იოგა, პილატესი, აკვააერობიკა, ტანვარჯიში და კიკბოქსინგი.

3. ებრძოლეთ სიზარმაცეს

Секреты красоты и стройности актрисы Евы Лонгории

მსახიობის თქმით, სიზარმაცე - მოხდენილი სხეულის და ლამაზი სახის მთავარი მტერია.

4. მეტი მწვანილი და ბოსტნეული რაციონში

Секреты красоты и стройности актрисы Евы Лонгории

”მე მექსიკელი ვარ, ასე რომ, ხშირად ვამზადებ. ბევრს ვჭამ, მაგრამ ძირითადად, ბოსტნეულს და მწვანილს. ძალიან მიყვარს ისპანახი და ბრიუსელის კომბოსტო. ბოსტნეულს ყოველ ჭამაზე მივირთმევ” - ამბობს ევა ლონგორია.

5. ტაბუ ცხიმიან საკვებზე

Секреты красоты и стройности актрисы Евы Лонгории

მსახიობი ცდილობს, ხშირად მიიღოს სახლის საკვები. ერიდება ფასტ ფუდს და ცხიმიან კერძებს. რაც უფრო მარტივია კერძი, მით ნაკლები დანამატი აქვს და მით უკეთესია სხეულისთვის.

6. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე

Секреты красоты и стройности актрисы Евы Лонгории

”სახე რომ ჯანსაღად გამოიყურებოდეს და სხეული არ დაამძიმოთ ზედმეტი კილოგრამებით, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. იარეთ ფეხით. ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლეთ. ეს ლამაზი ფეხებისთვის აუცილებელია” - გვირჩევს ევა.

7. სვით ბევრი წყალი, ფრეში და მხოლოდ მწვანე ჩაი!

Секреты красоты и стройности актрисы Евы Лонгории

იმისთვის, რომ ევა ლონგორიას გმირი კარგად გაიცნოთ და მისგან ბევრი სასარგებლო რამ ისწავლოთ, ჩაუჯექით ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 სთ-ზე. ამ დროს ხომ მსოფლიოში ძალიან პოპულარული და ქალების საყვარელი სერიალი - ”სასოწარკვეთილი დიასახლისები” გადის.

იხილეთ ასევე:  

ევა ლონგორია "სასოწარკვეთილი დიასახლისია"? რა საერთო აქვთ ევას და მის პერსონაჟს, გაბის
„ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც არ მიყურებს“. 15 გამონათქვამი სერიალიდან - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ
სტილის გაკვეთილები „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ ბრი ვან დე კამპისგან