"ლუ ფოტოგრაფია. ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.
საიდუმლოს გაგების სურვილი მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს..."
ძალიან მალე, გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს ახალ ქართულ რომანს შესთავაზებს.
დეტექტიური ჟანრის რომანი, თრილერის და მისტიკის ელემენტებით, - მათთვისაა, ვისაც საიდუმლოებების ძიება და მძაფრი შეგრძნებები მოსწონს. წიგნის ავტორი ახალგაზრდა მწერალი თეა ინასარიძე გახლავთ, რომელიც საზოგადოებამ რომანით - "გათხოვილის დღიური" გაიცნო.
"მეცხრე ფლიგელის" პოვნას კი "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ!
