რამდენიმე საათში საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. საფრანგეთში ემიგრაციაში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი თავდაპირველად საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით მის ოპოზიციაში წავიდა და საზოგადოებას თავი მიტინგებზე დამახასიათებელი გამონათქვამებით დაამახსოვრა...
მას ყოველთვის მიიჩნევდნენ გემოვნებიან პოლიტიკოსად და სამართლიანადაც - მიდი კაბები და ქვედაბოლოები, პიჯაკები, მკვეთრი ფერები, მასიური საყურეები და აქსესუარები ზურაბიშვილს ყოველთვის გამოარჩევდა სხვა პოლიტიკოსი ქალებისგან. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მან მასიურ ბეჭდებსა და საყურეებზე უარი თქვა და შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა შეხვედრებზე.

ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარ სტილზე თავად ზრუნავს და ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მისი ყველაზე დიდი შემფასებელია. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის მან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.
ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სამოსზე მუშაობსროგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის სამოსით წარსდგება. დიასამიძე მაკა ასათიანის საყვარელი დიზაინერია და ბარსელონაში მისი მაღაზიის Darial-ის კრეატიული დირექტორი. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში, ემიგრაციაში გაიზარდა და მათ ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.
დღეს ჯაბა წარმატებული დიზაინერია, მის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ფრანგულ-ქართული ნაზავი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბაიერებს, ჟურნალისტებს და ვარსკვლავებს აღაფრთოვანებს. ჯაბა დიასამიძის სამოსი არაერთმა ცნობილმა ქალმა მოირგო, მათ შორის: ანჯელინა ჯოლი, რომელიც ერთ-ერთ ფოტოსესიაში დიასამიძის შლაპით გამოჩნდა, ასევე სუპერმოდელები ადრიანა ლიმა, ნატალია ვოდიანოვა და სხვები. გაგრძელება