2018 წელს ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავების ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა ახლაც არ წყდება.
გადავხედოთ წლის ყველაზე დასამახსოვრებელ, გახმაურებულ 5 მოვლენას, რომელიც საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო იყო.
თაკო გაჩეჩილაძის და ბორისლავ მილანოვის ქორწილი.
მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ და ბულგარელმა პროდიუსერმა ბორისლავ მილანოვმა ჯვარი მამა დავითის ეკლესიაში დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონიალი მამა დავითის ეკლესიაში შედგა, სადაც მხოლოდ წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ შეკრებილი. ამჟამად უმშვენიერესი თაკო ფეხმძიმედ არის.
ახალი წევრი თბილისის მერის ოჯახში.
კახი კალაძის და ანუკი არეშიძის ტკბილ და სიყვარულით სავსე ოჯახს წელს პატარა ნიკოლა შეუერთდა. მათ უამრავმა ადამიანმა მიულოცა მეოთხე შვილის შეძენა და საოცრად თბილ, სიყვარულით სავსე კომენტარებს უტოვებდნენ. დიზაინერმა ბავშვი პარიზის სამშობიაროში გააჩინა.
ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი
11 ნოემბერს
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს, მანამდე კი ისინი პატრიარქმა დალოცა. წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა, საიდანაც ულამაზესი ფოტოებით გვანებივრებდნენ.
ილო ბეროშვილის და ანა ბებიას სიყვარულის ისტორია
„ჩცდ“-ს მსახიობების რომანზე დღემდე ბევრი ადამიანი საუბრობს და 2018 წლის ერთ-ერთ „ცხელ თემადაც“ იქცა. როგორც აღმოჩნდა
ილო და ანა მართლაც ერთად არიან და ამ ურთიერთობაში თავს ძალიან კარგად გრძნობენ.
ქეთა თოფურიას და გუფის დაშორება
ქეთა თოფურიას და რეპერი გუფის დაშორების შესახებ ინფორმაცია, 2018 წლის დეკემბერში გავრცელდა. წყვილი, ერთი წლის განმავლობაში იყო ერთად.
რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეპერს რომანი ჰქონდა 18 წლის მოდელ, ეკატერინბურგელ იანა შევცოვასთან, რომელმაც განაცხადა, რომ გუფისგან შვილს ელოდებოდა.