ირინა შეიკი ფლორენციაში, ჩვენებაზე დებ ჰადიდებთან ერთად გამოვიდა (ფოტო) - Marao

ირინა შეიკი ფლორენციაში, ჩვენებაზე დებ ჰადიდებთან ერთად გამოვიდა (ფოტო)

2019-06-14 11:51:09+04:00

დღეს ღამით ფლორენციაში CR Runway x LuisaViaRoma 90th Anniversary Show გაიმართა. პოდიუმზე ისეთი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ, როგორებიცაა დაუცენ კროსი, სტელა მაკსველი, ნატაშა პოლი, კაროლინა კურკოვა, ბელა და ჯიჯი ჰადიდები და ირინა შეიკი, რომელიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

შოუს დასასრულ, დები ჰადიდების და ირინა შეიკის ერთობლივი გამოსვლა განსაკუთრებით ეფექტური იყო.

ირინა პაპარაცებმა ფლორენციის ქუჩაში სეირნობის დროს შენიშნეს.

იხილეთ ფოტოები ჩვენებიდან:

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის დაშორების ამბავი ცოტა ხნის წინ გაავრცელა დასავლურმა მედიამ.

წყვილს ორი წლის ქალიშვილი, ლეა დე სენა ჰყავს.

იხილეთ : რატომ ჩაალაგა ირინამ ჩემოდანი? - ჩვენ ვიცით პასუხი!

ჯენიფერ ესპოზიტოდან ირინა შეიკამდე: ბრედლი კუპერის ყველა ქალი