ხშირად არასწორი კვებით ორგანიზმი ზედმეტად იღლება და იტვირთება, გადატვირთული გრაფიკისა და მოუცლელობის გამო კი სულ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს ქოლესტერინი, ნახშირწყალი და ცხიმი ჩვენს მეტაბოლიზმსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ამ შეცდომის გამოსწორება კი ერთი რამით არის შესაძლებელი. აუცილებელია ყველა ადამიანმა, კვირაში ერთი დღე მძიმე და კალორიული საკვებისგან დაისვენოს და დეტოქსს მიმართოს.
ნახეთ, დეტოქსის ერთ დღიანი დიეტა, რომელიც ორგანიზმს გაგისუფთავებთ.
დაიწყეთ დილა ლიმონიანი წყლით
ორგანიზმის განსატვირთად ლიმონიანი წყალი ერთ-ერთ საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი ლიმონით და მარტივი დღისთვის მოემზადეთ. ლიმონი ცხიმს წვავს, მას ერთად აგროვებს და მარტივად შლის, ასევე ამცირებს მადას, რაც დიეტის დროს ძალიან დაგეხმარებათ.
დეტოქსის დღის დასაწყისში თქვენს თავს შესძახეთ, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი გჭირდებათ, ოპტიმიზმი და შემართება უამრავ რამეს ცვლის ცხოვრებაში!
წყლის შემდეგ შევავსეთ ორგანიზმი საკვებით
მიირთვით საუზმეზე, შვრია, ხილი, მაწონი, იოგურტი და ის პროდუქტები, რომლებიც არ დაგამძიმებთ და ბოლომდე არ შეგივსებთ კუჭს.
სადილისთვის ფოლგაში შეწვით ორაგული ბოსტნეულთან ერთად ან მიირთვით ქათმის ფილე, ასევე ბოსტნეულთან ერთად. შეეცადეთ თეფშე ბევრმა მწვანე პროდუქტმა მოიყაროს თავი.
გაიმზადეთ მსუბუქი ვახშამი ბოსტნეულით
დეტოქსის დღეს, მეტი ბოსტნეული უნდა მიირთვათ, სწორედ ამაშია ამ დღის არსი. გაიმზადეთ მსუბუქი ვახშამი და კვირაში ერტი დღე ზაფხულისთვის შესაფერისი პროდუქტებით დანაყრდით.
საღამოს ჩაის დროა
საღამოს ჩაისთვის ბაბუაწვერას ნაყენი დააყენეთ და გემრიელად დალიეთ, ბაბუაწვერა მეტაბოლიზმს დაგილაგებთ და კარგი კანის გარანტიასაც მოცემთ. ჩაის შეგიძლიათ ნუში ან თხილი მიაყოლოთ, თავისთავად სულ ცოტაც საკმარისია.
საღამოს ვარჯიში
ერთდღიანი ორგანიზმის გაწმენდა პატარა ვარჯიშის გარეშე არ უნდა დავასრულოთ. ნახევარი საათი გასერინება ან 15 წუთიანი სხეულის გახურებაც კი სრულიად საკმარისი იქნება, იმისთვის რომ თქვენმა დეტოქსმა შედეგი გამოიღოს და ორგანიზმი შლატებისგან საბოლოოს განთავისუფლდეს.
წყარო: today.com