50 კგ დაიკლო სახლიდან გაუსვლელად! ვარსკვლავები, რომლებმაც 2020-ის ზაფხულში ზედმეტი წონა მოიცილეს - Marao

50 კგ დაიკლო სახლიდან გაუსვლელად! ვარსკვლავები, რომლებმაც 2020-ის ზაფხულში ზედმეტი წონა მოიცილეს

2020-08-18 15:49:58+04:00


გაგიკვირდებათ, თუმცა კარანტინის დროს წონაში ყველამ არ მოიმატა. ცნობილებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ზედმეტი კილოგრამები მოიშორეს სახლიდან გაუსვლელად. მათი სამეული კი ასე გამოიყურება:

ადელი

  • ბრიტანელი მომღერალი, რომელიც სცენაზე გამოსვლისთანავე თავისი უნიკალური ხმის ტემბრით ყველას სიმპათიებს იმსახურებს, საგრძნობლად გახდა. გოგონამ თავისი ფანები საკუთარი ვიზუალით შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, ეს სირთფუდ-დიეტის მეთოდიკაა, რომლის მეშვეობით ზედმეტი კილოგრამები აგრეთვე დაიკლო გვინეტ პელტროუმ, პიპა მიდლტონმა და პრინცმა ჰარიმ. ამ მეთოდიკაზე წინა სტატიებში უკვე ვისაუბრეთ. გადადეთ გვერდზე პიცა და ერთად გაერკვიეთ, რაში მდგომარეობს დიეტის საიდუმლო.
Weight loss: 3 things that helped Adele lose 22 kilos, according ...

ჯესიკა სიმფსონი

  • ჯესიკა იმ გოგონების რიცხვშია, რომლებსაც ორსულობის დროს წონა საგრძნობლად "გაექცათ", თუმცა, როგორც კი იმშობიარა, სიმფსონმა სერიოზულად მოჰკიდა ხელი საკუთარ თავს. შედეგად, მინუს 45 კილოგრამი ნახევარ წელიწადში. ასეთი ჯესიკა კი ნამდვილად არავის გვახსოვს.
John Mayer and Jessica Simpson's explosive fling after calling her ...

კელი ოზბორნი

  • კელი იმ ვარსკვლავების რიცხვშია, რომელიც მთელი ცხოვრება ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის, გამუდმებით იჯდა მკაცრ დიეტებზე და თითქმის ყველა მეთოდი მოსინჯა საკუთარ თავზე. უცებ იკლებდა და ორმაგად იმატებდა, მერე კვლავ იკლებდა და ასე გრძელდებოდა წრეზე. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, სხვაგვარად განვითარდა მოვლენები. ვარსკვლავმა კარანტინში მოახერხა 39 კგ-ის დაკლება და ძალიან უმნიშვნელოდ იცავდა დიეტას. საქმე იმაშია, რომ მან სწორ კვებას მიმართა და უარი თქვა მავნე პროდუქტებზე. ამჟამინდელი კელი კი, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ელეგანტური და ლამაზი გოგონა გახდა.

Kelly Osbourne has lost 6 stone on vegan diet but admits she ...

წყარო: cosmo