თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი მაია სვანიშვილი გუშინ თბილისის მაღაზიებსა და ქუჩებში არსებულ სიტუაციას ეხმაურება.
როგორც ის "ფეისბუქზე" წერს, "შავმა პარასკევმა" საზოგადოებას მენტალობაზე ტესტი ჩაუტარა. მედიკოსი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზემოლებთან რიგში მდგომ ადამიანებს აკრიტიკებს.
"ძვირფასო მეგობრებო! გუშინდელმა "შავმა პარასკევმა" ტესტი ჩაუტარა ჩვენს საზოგადოებას მენტალობაზე და ინტელექტზე, სინდის- ნამუსზეც! თურმე ხალხი "მშიერ- მწყურვალი" და "შიშველ- ტიტველია"!!!
მე და ჩემს კოლეგებს, რამდენიმე თვეა არც ჩაცმა გვღირსებია, არც ადამიანურად ჭამა, არც ძილი და მოსვენება! თვეობით ვერ ვხედავთ შვილებს და შვილიშვილებს,ზოგი ვმკურნალობთ, ზოგი იზოლაციაში ვართ და ყველა ჩვენგანი ვიხდით ვალს ქვეყნის წინაშე! თქვენ, მოლებთან რიგებში და საცობებში მომლოდინენო, ვერ ხედავთ რომ ხალხი იხოცება? განაგრძეთ კითხვა