როგორ ეფერება ოლივია პატარა ძამიკოს - ქეთა თოფურია ახალ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

როგორ ეფერება ოლივია პატარა ძამიკოს - ქეთა თოფურია ახალ ვიდეოს აქვეყნებს

2021-02-03 20:35:59+04:00


მომღერალმა ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამზე“ უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ახალშობილ ძმას - პატარა ადამ დენგოვს ფეხებზე ეფერება და კოცნის.

სოციალურ ქსელში ვიდეომ დიდი აღფრთოვანება და ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

„რა საყვარლები არიან“, „ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ“, „გოგონა ლამაზი გაიზრდება, რა ბედნიერებაა ასეთი შვილები“, - წერენ მომღერლის გამომწერები.

ქეთა მშობიარობის შემდეგ ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. როგორც ხედავთ, მომღერალი მშვენიერ ფორმაშია.

ცნობისთვის, რუსული პოპის დედოფალი ქეთა თოფურია 21 იანვარს დედა მეორედ გახდა. ქეთას ვაჟი - ადამი ბელორუსული წარმოშობის დიპლომატისგან, ლევ დენგოვისგან შეეძინა.

წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქეთა ლევისთვის მესამე ცოლია - ნახეთ, რა სასტიკად მოექცა ბიზნესმენი მეორე ცოლს

"ადამიკო მშვენიერ დღეს დაიბადა!": ქეთა თოფურიამ შვილის პირველი ფოტო გაასაჯაროვა

ნახეთ, რა სიურპრიზი გაუკეთა მეუღლემ ქეთა თოფურიას ვაჟის გაჩენის შემდეგ (ვიდეო)