ბენ აფლეკმა გამოავლინა თავისი სრული მხარდაჭერა შეყვარებულის, ჯენიფერ ლოპესის მიმართ, როდესაც მისი ვაჟი სამუელი და ჯენიფერის ქალიშვილი ემა მიიყვანა დაჯილდოების ცერემონიაზე, რათა ენახათ, როგორ იღებდა ლოპესი Icon Award-ის ჯილდოს.
სამშაბათს საღამოს, ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა ლოს-ანჯელესში, The Shrine Auditorium-ში, 49 წლის აფლეკს გვერდით მისი 10 წლის ვაჟი და ლოპესის 14 წლის ქალიშვილი ახლდა.
ჯენიფერი ჯილდოს ასაღებად სცენაზე ზეთისხილისფერი, მწვანე კაბით ავიდა, ხოლო აფლეკმა არჩევანი შავი ფერის პალტოსა და ოდნავ შეხსნილ პერანგზე შეაჩერა.
ჯილდოს მიღების შემდეგ ჯენიფერმა სწორედ აფლეკსა და მის ვაჟს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამას ძალიან ვაფასებ, ძალიან, ძალიან. მინდა გითხრათ, რომ მეგონა ჯილდოები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. და არ იფიქროთ, რომ არ ვაფასებ მბზინავ, ცქრიალა ნივთებს; ვაფასებ, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ამას თქვენთვის ვაკეთებ“ - თქვა ჯენიფერმა.
ჯენიფერ ლოპესმა წლების განმავლობაში რამდენიმე მართლაც საკულტო მომენტი გვაჩვენა. მათ შორის ყველაზე პოპულარული "ვერსაჩეს" კაბაა, რომელიც "გრემის" 2000 წლის ცერემონიაზე მოირგო.
„თქვენ გამო მე ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში. მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მოდიხართ შოუზე, უსმენთ ჩემს სიმღერებს, უყურებთ ჩემს ფილმებს და მომყვებით. გმადლობთ, რომ მასწავლეთ, ვინ ვარ სინამდვილეში“, - ამ სიტყვებით მიმართა მან თაყვანისმცემლებს.
აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს 2002 წლის შუა პერიოდიდან 2004 წლის დასაწყისამდე ხვდებოდნენ, თუმცა შემდეგ დაშორდნენ და ურთიერთობა მხოლოდ 2021 წლის აპრილში აღადგინეს.
შეუძლებელია ყურადღება სხვა რამეს მიაქციო, როცა ჯენიფერი ასე გამოიყურება - 52 წლის ჯენიფერ ლოპესი Dolce & Gabbana-სთვის პოზირებს
„როგორც იქნა, დადგა ეს დღე, ბენი ჯენიფერს ხელს სთხოვს“ - მედიაში „ბენიფერის“ პაპარაცული ფოტოები ვრცელდება
„მას იმხელა გავლენა აქვს, რომ მეშინია“ - რას ყვება ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის შესახებ