მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი უკვე წლებია მსახიობ მაიკო ვაწაძესთან იმყოფება ქორწინებაში. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და როგორც ამბობენ, სიყვარულის ისტორიაც ასე დაიწყო.
ანდრიამ და მაიკომ ერთად რამდენიმე სპექტაკლშიც ითამაშეს და მათი თქმით, ყველაზე მეტად ის უყვართ, რომელშიც რომეოს და ჯულიეტას როლები მოირგეს.
„ყოველი დღე ბედნიერებაა ჩემთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გხედავ, გეხები და შენთან ერთად ვსუნთქავ! მინდა იყო მუდამ ბედნიერი! და მადლობა, რომ დაიბადე!“ - წერდა ანდრია მეუღლეს.
გასულ წელს მაიკო და ანდრია ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
წყვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ისინი შვილისა და ერთმანეთის შესახებ ბევრს საუბრობენ და გულშემატკივრებისგან უამრავ თბილ კომენტარს იმსახურებენ.
როგორც ჩანს, გამომწერებს განსაკუთრებულად უყვართ ბედნიერი წყვილის ყურება, რომელთა სიყვარულსაც წლები ვერაფერს აკლებს.
ამჯერად ანდრიამ "ინსტაგრამზე" ალექსანდრეს ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთი სიყვარულით სავსე გამოხმაურებაც დაიმსახურა.

„ანდრიამ ამდენ ხალხში თავისი მაღალი ხმით დასჭექა... ყველამ გაიგო და გამომხედეს, რა იფიქრეს, არ ვიცი“ - რას ჰყვება მაიკო ვაწაძე ანდრია გველესიანის შესახებ
„დილით რომ ამ სილამაზეს ხედავ...“ - ანდრია გველესიანი ცოლისა და შვილის ფოტოს აქვეყნებს
„მთელი ცოხვრება ვერიდებოდი და სწორედ ახლა, ამ მძიმე მომენტში მომიწია მასთან შეხება...“ - ანდრია გველესიანი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და ეკრაიუნულ სიმღერას ასრულებს