„ულამაზეს ქალაქში ვარ, რომში, მაგრამ ამ ქალაქის სილამაზით ვერ ვტკბები. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ის არის, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია ვიტირო.“ - წერს უკრაინელი ფოტოგრაფი, რომლის ძმაც რუსეთის ომს ემსხვერპლა.
როგორც ჩანს, ბიჭი ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
„პუტინ, რატომ ანადგურებ ჩერნიჰივს? რატომ გჭირდება უკრაინა? რატომ გჭირდება უკრაინელი, მკვდარი სულები? ვინ გაწყენინა ბავშვობაში ან რომელმა გოგომ გითხრა უარი, რომ ასეთი ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვს?
ჩერნიჰივში მშვიდობიანი დერეფნები და ხიდები არ არის. ხალხი ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად იყენებს მდინარეს და ნავს. რა იქნება შემდეგი? უნდა დავიწყოთ მანქანების ნაცვლად ცხენების გამოყენება?
ჰაერის სირენები ქალაქში მთელი დღე ისმის. თუ გსურთ იპოვოთ სუფთა საფენები, უნდა მისწეროთ მოხალისეებს, ქუჩაში მყოფ ხალხს წყლისა და პურის რიგში, მაშინ, როცა ოდესელები ახალ ბინებს ყიდულობენ ან ყავას სვამენ კიევის რესტორნებში.
უკრაინას მხარს უჭერს მთელი მსოფლიო, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეაჩეროს პუტინი. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ძალიან ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ჩემი ქვეყანა, რუსეთთან შედარებით, პურის ნატეხია.
სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე ახალ ამბებში ხედავთ.
სამწუხაროდ, უკრაინელებისთვის ეს ცხოვრება ნორმად იქცა: ბუნკერებში ჯდომა და ფიქრი, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.
უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ რამდენი უკრაინელი და რუსი უნდა დაიღუპოს ამ გამარჯვებისთვის?“ - წერს ვალერი.
„დაიხარა და ხელით მაჩვენა თავისი შვილის სიმაღლე, ამხელა იყოო...“ - ირაკლი კუპრაძე უკრაინელი მეზღვაურის შესახებ წერს, რომელმაც ომში შვილი, ცოლი და მშობლები დაკარგა
„ასე არასდროს ვყოფილვარ, გული ისე მტკივა... ახლა ჩემთვის სხვა ფერი არ არსებობს, მხოლოდ თეთრი და შავი...“ - უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი
"როგორ გაანადგურა რუსეთმა ჩემი სახლი ორჯერ, მტრისგან გათავისუფლების საბაბით"