ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს როგორც პირად ფოტოებს, ისე სასარგებლო რჩევებს კულინარიასთან დაკავშირებით.
ამჯერად ირინა ონაშვილი გამომწერებს უგემრიელესი ხაჭაპურის უმარტივეს ვიდეორეცეპტს უზიარებს: