„აღიარე, რომ ძალიან გინდა ფორმაში ჩავდგე და კუბიკებიანი ვიყო ჯასტინ ბიბერივით“ - ანი ბებია და ილო ბეროშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ - Marao

„აღიარე, რომ ძალიან გინდა ფორმაში ჩავდგე და კუბიკებიანი ვიყო ჯასტინ ბიბერივით“ - ანი ბებია და ილო ბეროშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ

2022-04-12 12:51:40+04:00


ანი ბებია და ილო ბეროშვილი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია. ანის და ილოს ერთი შვილი, ჯერი ჰყავთ და ამჟამად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთად მონაწილეობენ.

ანი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია. ის და ილო სახალისო ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ და გამომწერებს მათი ყოველდღიურობა ძალიან მოსწონთ.

ამჯერად ანიმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქმარს წონისა და გარეგნობის შესახებ ეხუმრება.

„აღიარე, რომ ძალიან გინდა ფორმაში ჩავდგე და კუბიკებიანი ვიყო ჯასტინ ბიბერივით“ - ამბობს ილო.

„არასდროს მომწონდა დაკუნთული ბიჭები“, „ჯასტინ ბიბერი უნიჭოა, ილო - ნიჭიერი“, - წერენ კომენტარებში.

„ილომ გამოცდა ვერ ჩაბარაა...“ - ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ექსპერიმენტი - წყვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

„ილომდე, რა თქმა უნდა, მქონია სერიოზული ურთიერთობა, მყავდა მეუღლე, ძალიან კარგი ადამიანი“ - ანი ბებია პირველი ქორწინების შესახებ