ვიქტორია და დევიდ ბექჰემის ვაჟის, ბრუკლინის ქორწილს თითქმის ყველა ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი მოუთმენლად ელოდა. ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერ ნიკოლა პელცზე დაქორწინდა. წყვილი ქორწინებამდე ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა.
ქორწილში დაპატიჟებულ 300-მდე სტუმარს ბექჰემებმა ფოტოების გადაღება და გავრცელება აუკრძალეს. ამიტომ პირველ ფოტოებსა და ცნობილი დიზაინერების სამოსს მოდის მიმდევრები რამდენიმე დღეა ელოდებიან, განსაკუთრებით კი, ვიქტორია ბექჰემის ჩაცმულობა აინტერესებთ.
ვიქტორიამ შვილის ქორწილში 15-კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი მოირგო, რომელსაც 2 მილიონი ფუნტის ღირებულების ყვითელი ოქრო ამშვენებდა.
ამას გარდა, მოდის კრიტიკოსებმა ქორწილიდან საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების სია უკვე შეადგინეს და საზოგადოებასაც გაუზიარეს
სიის სათავეში ვიქტორიას მეგობარი ევა ლონგერია მოხვდა
სერენა უილიამსმა ცერემონიალზე ვარდისფერი კაბა და ფეხსაცმელი მოირგო
ქორწილს გორდონ რემსი ქალიშვილთან ერთად დაესწრო
მოდელმა ნადია ფერეირამ არჩევანი ვიქტორია ბექჰემის ცისფერ კაბაზე შეაჩერა
ჯერჯერობით სხვა ფოტოები ქორწილიდან არ გავრცელებულა, თუმცა ბექჰემების გულშემატკივრები ახალ ფოტოებს მოუთმენლად ელოდებიან.
ზრდილობიანი უარი დევიდსა და ვიქტორიას - რატომ არ მივიდა ბექჰემების შვილის ქორწილში სამეფო ოჯახის არცერთი წევრი
ქორწილი, რომელსაც მოდის სამყარო ელოდა - ბრუკლინ ბექჰემმა ნიკოლა პელცზე იქორწინა