ვიქტორია ბექჰემის ხედვა და დიზაინი მისი შვილის, ბრუკლინ ბექჰემის ქორწილში იყო ის, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიქტორიას დიზაინერულ ნიჭს. მან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ზუსტად იცის, რა მოსწონთ და რისი ჩაცმა სურთ ქალებს. თუმცა ბექჰემმა იცის, რომ არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ აქსესუარებსაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ ცერემონიალზე ის უბრალო სამკაულზე უფრო გრანდიოზული ყელსაბამით მივიდა.
დევიდმა და ვიქტორიამ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ ბრილიანტი, რომელიც დევიდმა მეუღლეს ბრუკლინის ნათლობაში აჩუქა. ბრილიანტი 21,5 კარატია და შესანიშნავად ერწყმის ოქროს ყელსაბამს. გულსაკიდი დამზადებულია ჯაჭვისგან, რომელიც 1870 წელს ინგლისში შეიქმნა და ცნობილია, როგორც ბოროტი თვალისგან დამცავი სიმბოლო.
მოგვიანებით დევიდმა აღნიშნა, რომ ის ყველაზე ამაყად გრძნობდა თავს, რადგან მისი მეუღლე ბრილიანტის ყელსაბამითა და ვერცხლისფერი კაბით შთამბეჭდავად ლამაზი იყო.
მაგრამ ვიქტორიას ყელსაბამი ქორწილში ერთადერთი თილისმა არ ყოფილა, რადგან ნიკოლა პელცის დედამ, კლაუდიამ, „ვალენტინოს“ მკერავებს პირადად დაავალა, პატარძლის კაბის ქვეშ ნეგატიური აურისგან დამცავი თილისმა დაემაგრებინათ, რომელსაც თან წარწერა უნდა ჰქონოდა დატანილი.
საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ბრუკლინ ბექჰემის ქორწილიდან და ვიქტორია ბექჰემის 2 მილიონ ფუნტად ღირებული ოქროს ყელსაბამი
ქორწილი, რომელსაც მოდის სამყარო ელოდა - ბრუკლინ ბექჰემმა ნიკოლა პელცზე იქორწინა
ზრდილობიანი უარი დევიდსა და ვიქტორიას - რატომ არ მივიდა ბექჰემების შვილის ქორწილში სამეფო ოჯახის არცერთი წევრი