„დასავლეთი კარს უღებს ყველას, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ რუსეთი ჯოჯოხეთია“ - რას წერს თინა კანდელაკი დასავლეთის ქვეყნების შესახებ - Marao

„დასავლეთი კარს უღებს ყველას, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ რუსეთი ჯოჯოხეთია“ - რას წერს თინა კანდელაკი დასავლეთის ქვეყნების შესახებ

2022-04-15 10:40:00+04:00


თბილისში დაბადებული რუსი ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში რუსების მიმართ დისკრიმინაციული სახის ქმედებებზე ხშირად საუბრობს, რის გამოც ქართველი მსმენელების მხრიდან კრიტიკის მსხვერპლი თითქმის ყოველდღიურად ხდება. ამჯერად თინამ „დასავლეთის“ ქვეყნების შესახებ ისაუბრა:

„მენტალური დრესკოდის წესი ერთია. სადმე რომ მოხვდე, იქაური დრესკოდი უნდა მოირგო. ამჟამად გაქცეულების დრესკოდი არის უარი თქვა საკუთარ ქვეყანაზე, გააუქმო სოციალური ქსელები და თქვა, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია. ეს საკუთარი ერის ღალატს ნიშნავს. ვიღაც საშუალო დონის მენეჯერი წერს, რომ ჩვენ, როგორც ერი, ვერ შევდექით. დასავლეთი კარს უღებს ყველას, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ რუსეთი ჯოჯოხეთია“ - წერს თინა.

„ტოლერანტობა არ ვრცელდება რუს ბავშვებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ სკოლებში აბუჩად იგდებენ და სცემენ? რუსებს, რომლებსაც რესტორნებში აღარ ემსახურებიან?” - თინა კანდელაკი კრიტიკოსებს პასუხობს

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი