სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ ბევრი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი ორ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.
როგორც ჩანს, მარიამმა მეუღლისგან საჩუქრად თავისი ოცნების მანქანა მიიღო და ულამაზესი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ბავშვებთან ერთად ჩანს.
„ოცნებები სრულდება... უბედნიერესი ადამიანი ვარ შენ გვერდით“ - წერს მოდელი.
"4 წლის წინ ამ დღეს შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, სიყვარულის დღეს შეიქმნა ჩვენი ლამაზი ოჯახი... მადლობა, რომ ხარ საუკეთესო ქმარი და მამა" - როგორ აღნიშნეს მარიამ შუკაკიძემ და მისმა მეუღლემ ვალენტინობა
„ლამაზი და ჭკვიანი ქალი ცოტაა, ლამაზი, ჭკვიანი და ბედნიერი უფრო ნაკლები... შენ აქედან არცერთი ხარ“ - რას სწერენ მარიამ შუკაკიძეს გამომწერები
„მხოლოდ ცხვირი მაქვს გაკეთებული, არ მომწონს დაბოტოქსებული და გაშეშებული სახეები“- მარიამ შუკაკიძე საკუთარი გარეგნობის შესახებ კითხვებს პასუხობს