ალექსანდრა საყვარელი ადამიანის ვინაობას დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, მან გულშემატკივრებს მისი და კოდუას ურთიერთობის შესახებ გაუმხილა და ხალხისგან კრიტიკის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა.
მოდელი თავისი და დავით კოდუას ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ყოველთვის აღნიშნავს, რომ მასთან ბედნიერია და წყვილს ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს. სამაგიეროდ, მათი საერთო შვილის, ვიქტორიას ფოტოებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს.
კოდუას და ალექსანდრას ახალი ფოტო საკუთარ „ინსტაგრამზე“ ალექსანდრას დამ, ანასტასია პაიჭაძემ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, წყვილი დროს შვილთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს.
„თვლიდა, რომ ყველა მოდელი არის მსუბუქი ყოფაქცევის, მე მისი სტერეოტიპები დავამსხვრიე...“ - ალექსანდრა პიაჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობის შესახებ
„ვიქტორიას სულ თან ჰყავს მამიკო“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასა და შვილის, ვიქტორიას შესახებ წერს
„ზუსტად 10 წლის წინ...“ - როგორ გამოიყურებოდა ალექსანდრა პაიჭაძე წლების წინ - მოდელი ძველ ფოტოებს აქვეყნებს