ბოლო დროს გავრცელდა კადრები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში იმყოფებოდა. ანჯელინა ქალაქ ლვოვში მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად ჩავიდა. ცოტა ხნის წინ კი მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და უკრაინელი ბავშვების შესახებ ისაუბრა.
„რამდენიმე დღის წინ ლვოვში ყოფნისას მაჩვენეს პატარა გოგონას მიერ ნაპოვნი "განსაკუთრებული ქვა". გოგონა, რომელმაც ის იპოვა, ვერ მიხვდა, რომ ქვა, რომლითაც თამაშობდა, სინამდვილეში იყო ბომბის ნატეხი. ხელისგულზე ედო. იმაზე მძიმეა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
როდესაც ბომბი ან ჭურვი აფეთქდება, მძიმე მეტალის მკვეთრი ფრაგმენტები იშლება დარტყმის წერტილის მახლობლად. ბევრ ბავშვს, რომლებსაც შევხვდი კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შემდეგ, ჯერ კიდევ სხეულში ჰქონდა ბომბის ნამსხვრევები - რთული და მტკივნეული პროცესი იყო.
ბრძოლა ომის დასასრულებლად არის ბრძოლა დაღუპულთა, დაშავებულთა, იძულებით გადაადგილებულთა და ტრავმირებულთა რიცხვის შემცირების მიზნით.“ - წერს ანჯელინა.
ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახური თანაცხოვრება და შვილები, რომლებიც მშობლების ცნობადობის გამო გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფებიან
„ბავშვებს მოუწევთ გადაიხადონ ყველაზე ძვირი საფასური - ტრავმის, დაკარგული ბავშვობისა და სიცოცხლის სახით“ - ანჯელინა ჯოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ საუბრობს