საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი საზოგადოებაში სიყვარულს და დადებით გამოხმაურებას ხშირად იმსახურებს, ამჯერად კი მის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანდრას იმდენად უყვარს საქართველო, ქვეყნიდან წასვლის სურვილი არასდროს ჰქონია:
“სანდრას ბევრ რაიმეს აბრალებდნენ. „კა-გე-ბესთან“ ბევრი თანამშრომლობდა იმ დროს. ამას გარდა, ორგანოებით ვაჭრობასაც აბრალებდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ერთხელ მიშამ თქვა, მე შეიძლება წავიდე საქართველოდან, მაგრამ სანდრა აქ დარჩებაო და ასეც მოხდა. ნამდვილად არ იმსახურებდა ასე მოქცევას, მთელი გულით შეიყვარა საქართველო. ქართველი შვილები ჰყავს და ისეთები გაზარდა, ნეტავ ყველა ასეთი გვყავდეს. ერთხელ პატარა წაიყვანა ჰოლანდიაში, რადგან მამამისის ფულით ნაყიდი ბინა დაუყადაღეს და ეს შეურაცხყოფად მიიღო, 8 თვის შემდეგ კი ბავშვმა მოტყუებით ჩამოიყვანა დედამისი საქართველოში“, - იხსენებს გიული.
„ხვალ ჩემი დედამთლის დაბადების დღეა, მეტირება, როცა ვფიქრობ მის განცდებზე... მაწყნარებს, როცა მიჭირს - შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი!“ - სანდრა რულოვსი გიული ალასანიას ემოციურ წერილს სწერს
რა ღირს Chanel-ის გამჭვირვალე ჩექმა, რომელიც გიული ალასანიას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტისას ეცვა
“21 წლის ვიყავი, როდესაც შვილი მეყოლა... მაშინ გაცნობიერებული არ მქონდა“ - გიული ალასანია აქამდე უცნობ დეტალებს იხსენებს