ბრიტანული „ვოგისთვის“ ინტერვიუს დროს ბრაზილიელმა მოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა გაიხსენა რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი თავისი კარიერიდან. 2 შვილის დედამ თქვა, რომ მისთვის ყველაზე სტრესული აღმოჩნდა მოდის კვირეული ლონდონში, რომელიც 1998 წელს გაიმართა.
ჟიზელმა აღნიშნა, რომ „მაკქუინის“ ჩვენებაზე მას ძალიან მოკლე საცვლის და მაისურის ჩაცმა სთხოვეს, რომელიც მის ხასიათსა და გემოვნებას არ ერგებოდა. თუმცა მოდელი შოუზე მაინც გამოჩნდა და მისი სამოსი სხეულის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს უფარავდა.
ბუნდჰენმა აღიარა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ტიროდა მას შემდეგ, რაც მაისური და ვერცხლისფერი საცვალი დაინახა. ამასთან, ამ დროს მას ინგლისური არ ესმოდა და ვერ ხვდებოდა, რას ეუბნებოდნენ კულისებში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროს ჟიზელი მხოლოდ 18 წლის იყო და ლონდონის მოდის კვირეული მისთვის პირველი გამოცდილება აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ის არა მხოლოდ ტანსაცმლის გამო იყო განაწყენებული, არამედ მისი ვიზაჟისტის გამოც, რომელიც სთხოვდა, ტირილი შეეწყვიტა, რადგან მაკიაჟი გაუფუჭდებოდა.
„პოდიუმზე დავდიოდი და ვოცნებობდი, რომ ეს ყველაფერი მამაჩემს არასდროს ენახა“ - ამბობს მოდელი.
„დიეტაზე ერთადერთხელ, 12 წლის ასაკში ვიყავი...“ - იდუმალებით მოცული ფრანგი სუპერმოდელის, ლეტიცია კასტას სილამაზის საიდუმლო
„ოდნავ ვნერვიულობ, კიტრს თესლი არ აქვს?“ - 26 წლის სუპერმოდელს, ქენდალ ჯენერს, კიტრის დაჭრის გამო აკრიტიკებენ
ბელა ჰადიდის ბავშვობის ოცნება ხდება - რა სიახლეს უზიარებს მოდელი გულშემატკივრებს