მომღერალი და ტელეწამყვანი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თათა ასევე გიორგი გაბუნიას გადაცემაშიც მღერის და ხშირად ადარებენ მის მეწყვილეს, ბაბი კირკიტაძეს.
"სიცრუის დეტექტორში" დასმულ შეკითხვაზე, სწყინს თუ არა თათას, როდესაც მის სილამაზეს ბაბის ადარებენ, თათამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსგავსი დამოკიდებულება არ აქვს:
„ბუნებრივია, როდესაც ორი კარგად შესახედი გოგონა დგას სცენაზე, გვერდს ვერ აუვლი შედარებებს. ზოგჯერ არის, რომ შედარება გადადის ცოტა არაკორექტულ და არაეთიკურ ფორმებში. არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, მაგრამ როდესაც ამ სფეროში მოვდიოდით, ჩვენ ეს ვიცოდით და მე და ბაბის გვისაუბრია კიდეც, რომ როდესაც ჩვენ ერთმანეთს აღარ შეგვადარებენ, ალბათ, იქნება დღე, როდესაც ჩვენი კარიერა დაბლა და დაბლა წავა“, - განმარტა თათამ.
“ცხოვრება უფრო და უფრო გვღლის თავისი მონოტონურობით, ერთსა და იმავე წრეზე გვატრიალებს… ყველაზე დიდი უნარი ესაა, იყო მუდმივად ცვალებადი” - თათა გიორგობიანი
„ყველა კაცისთვის საოცნებო ქალი“ - თათა გიორგობიანის საახალწლო ფოტოსესია
„გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ლამაზი გოგო ვარ თუ არა, ამას დღესაც ვერ ვაფასებ... გარეგნობაში რაღაცები შევცვალე, მეუბნებოდნენ, - რად გინდოდა? არაჩვეულებრივი ცხვირი გქონდაო..“ - თათა გიორგობიანი