ქეით მოსი ლონდონში ABBA-ს ღონისძიებაზე დასასწრებად ელეგანტური შავი სამოსით გამოჩნდა. მოდელისთვის ეს პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ყოფილი შეყვარებულის, ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის პროცესზე მოწმის სახით წარდგა და დაადასტურა, რომ დეპს მისთვის არასდროს არანაირი სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
48 წლის სუპერმოდელი და ბიზნესმენი შავი ჯინსითა და ვერცხლისფერი ზედით გამოჩნდა, რომელსაც ასევე შავი ბეწვის ქურთუკი და ოქროსფერი ფეხსაცმელი შეუხამა.
ქეით მოსი ცნობილია, როგორც ქალი, რომელიც პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავს, თუმცა სასამართლო პროცესზე მან ჯონი დეპთან ურთიერთობაზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ იამაიკაზე ვიზიტის დროს ის ჯონიმ ნარკოტიკული საშუალებებით სიკვდილსაც კი გადაარჩინა.
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი ერთად 1994-97 წლებში იმყოფებოდა. მოსთან დაშორების მიზეზად ჯონიმ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა, თუმცა მისი გულშემატკივრები ნამდვილ მიზეზად დღემდე ჯონის გრძნობებს მიიჩნევენ, რომელიც ყოფილის, ვაინონა რაიდერის მიმართ გააჩნდა.
„დასაწყისიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით“ - ჯონი დეპის და ქეით მოსის სიყვარულის ისტორია
ჯონი დეპის ადვოკატმა სოციალური ქსელი აალაპარაკა - ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოსაც მილიონობით ნახვა აქვს
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესები გრძელდება - ემბერი ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობის ბრალდებით უჩივის