მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წონის კლების შესახებ საუბრობს:
„ძალიან გავხდი, არ მქონდა გეგმაში, თუმცა მაინც კომფორტულად ვარ, ისევე, როგორც ძალიან მომატებულზე… ჩემი თავის იმედი მაქვს ხოლმე და მაგიტომ, მოვინდომებ მოვიმატებ, მოვინდომებ გავხდები. წონის შენარჩუნება/კლებაში მეხმარება ჩემი რეჟიმი, რომელიც 18 წლიდან გრძელდება, 18-20-22-საათიანი ინტერვალი კვებებს შორის. საჭმელზე ბევრი რომ არ ვიფიქრო, ძალიან დაკავებულობა მეხმარება, სამსახური იქნება, ჰობი, ვარჯიში თუ შვილები, სულ ვიპოვი მიზეზს რომ ბევრი არ მივირთვა. ან მე თვითონ შევქმნი ხელოვნურად. მოკლედ, რისი თქმა მინდა, იმედია, სწორად გაიგებთ. გახდომის მსურველებმა არ ჭამოთ-მეთქი, არ ვამბობ. არ ჭამოთ ბევრი, ხშირად, ცხიმიანი... ნევროზული სიმსუნაგის მიზეზები ხშირად გონებიდან მოდის, თუ შიგნით რაღაც ისე არ არის ემოციურად დალაგებული, მაშინ ძალიან გვინდება ხოლმე ჭამა, როცა ლაგდება თავის ადგილზე ემოციური და ფსიქოლოგიური ხარვეზები, მაშინ ამ მიზეზით გამოწვეული კვებისკენაც არ მივიწევთ. ხოდა, ამიტომ, როცა ჩემი საყვარელი გოგოები მეკითხებიან, მალე როგორ დავიკლოო, ვეუბნები, წადი 1-2 გემრიელი სეანსი გაიარე ფსიქოთერაპევტთან, ამოყარე ემოციური ბლოკები, გახსენი კვანძები, გათავისუფლდი და ნახავ, როგორ უმტკივნეულოდ დაგემორჩილება ორგანიზმი და სხეული-მეთქი. ძალიან აადვილებს ცხოვრებას ფსიქოთერაპია, თქვენივე გულწრფელობის და აღიარებების გამოთქმა გულიდან…. შევეცადე, დამეღეჭა და ისე ამეხსნა, ისე, როგორც ჩემ დაქალს ავუხსნიდი. გაკოცეთ…“ - წერს მოდელი.
"თითქმის 3 წელი ერთად... თავისი ქცევით, ადამიანობით, მოწიწებით, მხოლოდ გაღმერთებას იმსახურებს ჩემგან..." - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობის შესახებ წერს
ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასა და პატარა ვიქტორიასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
„უხდებით ერთმანეთს“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს