ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ბევერლი ჰილზში მდებარე 60 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი გაყიდეს. წყვილი ბოლო რამდენიმე თვეა საცხოვრებლად „საოცნებო სახლს“ ეძებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯენიფერი და ბენი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში, ერთ სახლში აპირებენ გადასვლას.
თვითმხილველების თქმით, მათ წყვილის მანქანა ერთ-ერთ მდიდრულ ვილასთან შენიშნეს. სავარაუდოდ, ლოპესი და აფლეკი სწორედ ამ სახლის ყიდვას აპირებენ.
სახლი, რომელმაც ჯენიფერი დააინტერესა, დაახლოებით 85 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ის რამდენიმე ნაწილისგან და დიდი აუზისგან შედგება, გარშემო კი მცენარეებით არის შემოსაზღვრული.
ჯენიფერ ლოპესი საქმროს, ბენ აფლეკს, ჰოლივუდში კოცნით და ჩახუტებით ეგებება
„ეს იყო ყველაზე რომანტიკული რამ, რისი წარმოდგენაც კი შემეძლო...“ - ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკისგან ხელის თხოვნის დეტალებს იხსენებს
"საიდუმლო და განსაკუთრებულ ამბავს გიზიარებთ..." - ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ისევ დაინიშნენ