ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო ბენ აფლეკი ერთმანეთს Soho House-ში, დასავლეთ ჰოლივუდში შეხვდნენ.
52 წლის სუპერვარსკვლავი 49 წლის საქმროს კოცნით და თბილი ჩახუტებით შეხვდა. ჯენიფერი საღამოზე, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ბოჰემური სტილის კაბაში, რომელსაც მაღალი ფეხსაცმელი და შეკრული თმა შეუხამა.
ჯენიფერმა და ბენმა ურთიერთობა 2002 წელს დაიწყეს, როცა ფილმი Giigli-ს გადასაღებ მოედანზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ქორწილი მალევე, 2003 წელს ჩანიშნეს, თუმცა "მედიის გადაჭარბებული ყურადღების გამო" ცერემონია წინა დღით გადადეს, 2004 წლის იანვარში კი საერთოდ გააუქმეს და ერთმანეთს დაშორდნენ.
როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი ალექს როდრიგესს ხვდებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორებიდან ძალიან მალე კი ჯენიფერმა ბენ აფლეკთან 2004 წელს გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინა. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს თებერვლის დასაწყისიდან რეგულარულად სწერდა. ფილმის გადაღებაზე დომინიკის რესპუბლიკაში მყოფი აფლეკი კი ჯენიფერს სასიყვარულო შეტყობინებებსაც უგზავნიდა.
"საიდუმლო და განსაკუთრებულ ამბავს გიზიარებთ..." - ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ისევ დაინიშნენ
„ეს იყო ყველაზე რომანტიკული რამ, რისი წარმოდგენაც კი შემეძლო...“ - ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკისგან ხელის თხოვნის დეტალებს იხსენებს
"ბენიფერი ბედნიერებისგან კაშკაშებს" - ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ახალი პაპარაცული ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს