ტინა კუნაკის და ვენსან კასელის ახალი ფოტოები პარიზიდან - 25 წლის კუნაკის სილამაზე ინტერნეტსივრცეს იპყრობს - Marao

ტინა კუნაკის და ვენსან კასელის ახალი ფოტოები პარიზიდან - 25 წლის კუნაკის სილამაზე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

2022-06-07 15:21:49+04:00


ტინა კუნაკი და ვენსან ქასელი პარიზში დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ. 55 წლის მსახიობი 25 წლის მეუღლესთან ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

ტინასგან თამამი მოდური განაცხადები აღარავის უკვირს, მოდელმა მოდის კრიტიკოსების გულები დიდი ხნის წინ დაიპყრო.

კუნაკმა არჩევანი ყვითელ, სადა სამოსზე შეაჩერა, რომელიც ვენსანის შავ-თეთრ სტილს იდეალურად ერგებოდა. აქსესუარებად კი უბრალო და ელეგანტური ყელსაბამი და ბეჭდები შეარჩია.

ვენსანი და ტინა უკვე რამდენიმე წელია ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან და ერთი შვილი ჰყავთ. მართალია, თავიდან ტინას მისამართით აგრესიულ კომენტარებს არ იშურებდნენ, თუმცა მოდელმა ხალხს თავი მალევე შეაყვარა და დაამტკიცა, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ის და ვენსანი ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან.

ვენსან კასელის და ტინა კუნაკის დაუვიწყარი გამოჩენა "კანის კინოფესტივალზე" და 90-იანების ვარსკვლავები მაღალი მოდის სამოსში

მოდის სახლები ამჯერად ვენეციას იპყრობენ - ვარსკვლავები ცნობილი დიზაინერების სამოსსა და ვენეციის ხელოვნების მუზეუმებში

,,და ცხოვრება გრძელდება ასე...’’ - ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანტიკული ფოტოები ზღვის სანაპიროდან - როგორ აღნიშნავს ვარსკვლავური წყვილი სიყვარულის დღეს