მას შემდეგ, რაც ემბერ ჰარდმა ჯონი დეპის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ემბერს ჯონისთვის გადასახდელად 10 მილიონი დოლარი არ აქვს. თუმცა წყვილის სასამართლო პროცესების დროს ჰარდი 5 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობდა, სადაც დამატებითი ხარჯების სახით ყოველთვიურად 22 500 დოლარს იხდიდა.
სახლს 10 აბაზანა, მისაღები ოთახი, ბიბლიოთეკა, ბილიარდის ოთახი და ჩოგბურთის კორტი აქვს; ასევე - კინოთეატრი, სპა, 8 საძინებელი და უზარმაზარი ეზო, სადაც ემბერი მეზობლებს ხშირად ჰყავთ შემჩნეული.


ამას გარდა, ჰარდი კალიფორნიაში 1 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლსაც ფლობს, მაგრამ როგორც ტაბლოიდები ირწმუნებიან, მსახიობს არცერთი ქონება საკუთარ სახელზე არ აქვს გაფორმებული.
სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ ჰარდი სკანდალებში ხშირად ეხვევა და არც თამამ განცხადებებს ერიდება. ცოტა ხნის წინ ჯონი დეპმა „ტიკ-ტოკის“ ექაუნთი გააკეთა, სადაც ფანებს მადლობა პირადად გადაუხადა, რაზეც ემბერმა განაცხადა, რომ სანამ ჯონი დეპი წინსვლაზე საუბრობს, ქალთა უფლებები უკან იხევს.

ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა მოიგო - ნახეთ სკანდალური საქმის დეტალები და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი
ემბერ ჰერდის და ჯონი დეპის სიყვარულის ისტორია - ნახეთ როგორ ცდილობდა მსახიობი ემბერის გულის მოგებას
„დასაწყისიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით“ - ჯონი დეპის და ქეით მოსის სიყვარულის ისტორია