„იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ შემიძლია აქ დავრჩე და რუსეთში აღარასდროს დავბრუნდე“ - როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა - Marao

„იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ შემიძლია აქ დავრჩე და რუსეთში აღარასდროს დავბრუნდე“ - როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა

2022-06-08 16:26:31+04:00


მაქსიმ გალკინმა ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად რუსეთის ტერიტორია მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი დაიწყო. მას შემდეგ წყვილი ისრაელში ცხოვრობს და ალამ უკვე საკუთარი სარეკლამო ბრენდიც კი დაარეგისტრირა. რაც შეეხება მაქსიმს, ის ფართომასშტაბიან ტურნეშია ჩართული და აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთში საერთოდ აღარ დაბრუნდეს.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას. კიდევ დაგიბრუნდებით, თუმცა ამხელა სიყვარულის ფონზე, შემიძლია აქ დავრჩე, შემიძლია აღარ დავბრუნდე რუსეთში“, – თქვა გალკინმა.

გალკინმა კონცერტის მსვლელობისას რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე სასტიკად დაგმო და კრემლის პროპაგანდისტებს დასცინა.

მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა განქორწინებას აპირებენ - რატომ მიიღო წყვილმა ეს გადაწყვეტილება

დაღლილი, მაგრამ ბედნიერი - მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა ცხოვრებას მზიან ისრაელში აგრძელებენ

ალა პუგაჩოვამ ისრაელში საკუთარი ბრენდი „პრიმადონა“ დაარეგისტრირა