სახის ამქერცლავი ნიღბის გამოყენება შესაძლებელია ყოველ 10 დღეში ერთხელ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ გამონაყარი და ანთებითი პროცესები კანზე. ასევე, თუ თქვენი კანი არ მიეკუთვნება „მშრალი“ ან „მგრძნობიარე“ კანის კატეგორიას.
ჩვენს კანს მუდმივად სჭირდება განახლება – მისი უჯრედები იყოფა, კვდება და ზედაპირული ფენა იცვლება. თქვენ მას უნდა დაეხმაროთ სპეციალური საშუალებებით, რომ ზედმეტი უჯრედები სახიდან რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროთ.
ამქერცლავი სახის ნიღაბი უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყოველდღიურად. ასეთი კოსმეტიკური საშუალებების უყურადღებოდ და ხშირ გამოყენებას შეუძლია ზიანი მიაყენოს უკვე განახლებულ კანს, გამოიწვიოს ანთება და მიკროტრავმა. სახის ამქერცლავი ნიღბის კომპონენტები უნდა შეირჩეს უკიდურესი სიფრთხილით, განსაკუთრებით, თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე ან მშრალი კანი. ნორმალური კანის შემთხვევაში მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველ 7-10 დღეში.
სახის ამქერცლავი ნიღბის რეცეპტები:
ინგრედიენტები: 1 ჩ.კ. თაფლი, 1 მუჭა თეთრი ყურძენი.
გამოყენების წესი: ყურძენი გახეხეთ, შეურიეთ თაფლს, წაისვით სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ ცივ რძეში დასველებული ბამბის დისკებით.
თხილის გამწმენდი სახის ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის:
შემადგენლობა: 3 ც თხილი, ფორთოხლის წვენი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი.
გამოყენების წესი: დაფქვით თხილი ყავის საფქვავში, გახსენით წვენში, დაუმატეთ ზეთი, წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15 წუთის შემდეგ.
შვრიის ამქერცლავი ნიღაბი მშრალი კანისთვის:
ინგრედიენტები: 3ს.კ, შვრიის ფაფა, 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, თბილი წყალი.
გამოყენება: დააქუცმაცეთ ფანტელები, დაუმატეთ სოდა, შემდეგ გააზავეთ წყლით, წაისვით სახეზე და შეიზილეთ ხუთი წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სახე დაიმუშავეთ ყინულით.
„4-2-4“ - კორეელი ქალების იდეალური კანისა და ახალგაზრდობის საიდუმლო
შეაჩერეთ დაბერება! – ყინული იდეალური სახის კანის შესანარჩუნებლად
გაყინული კიტრი - შეშუპებასთან და აკნესთან საბრძოლველი უტყუარი მეთოდი