ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება, მაშინაც კი, როცა ძალიან ცოტა მაკიაჟს ატარებს. დედოფალს სილამაზის მარტივი საიდუმლოებები აქვს, რომლების გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია.
კოსმეტოლოგიის ექსპერტი და ყოფილი ვიზაჟისტი დინა ელ ადლანი ამბობს, რომ დედოფალი მუდმივად ერთსა და იმავე რუტინას ასრულებს, რეგულარულად სტუმრობს სპა-ს და იყენებს სახის მასაჟებს.
ასეთი მასაჟების გამეორება სახლშიც ძალიან ადვილია, საჭიროა მხოლოდ სახის სპეციალური მასაჟორი, გუა შა და ზეთი. მასაჟის გაკეთება უმჯობესია საღამოს, კანის კარგად დაბანის შემდეგ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ლეტიციას სილამაზის ერთადერთი საიდუმლო. ლეტიცია ასევე იყენებს დამატენიანებლებს, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და საკვები ნივთიერებებით. ასევე აქტიურად იყენებს მზისგან დამცავ პროდუქტებს, რათა დაიცვას კანი ულტრაიისფერი სხივებისგან.
დედოფალი ასევე დიდი სიფრთხილით ეკიდება კვების საკითხს და დიდ დროს უთმობს ფიზიკურ აქტივობებს, რეგულარულად ვარჯიშობს სტრესის მოსახსნელად და სვამს ბევრ წყალს, რათა ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოს.

შეაჩერეთ დაბერება! – ყინული იდეალური სახის კანის შესანარჩუნებლად
გაყინული კიტრი - შეშუპებასთან და აკნესთან საბრძოლველი უტყუარი მეთოდი
53 წლის ჯენიფერ ენისტონის რჩევები მოვლილი და მბზინავი სახის კანისთვის