ბოლო დროს ჯეი ზიმ და დევიდ ბექჰემმა გულშემატკივრების გულების მოგება შვილებთან ურთიერთობის ფონზე კიდევ უფრო უკეთ მოახერხეს. მას შემდეგ, რაც ბექჰემი ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა და ინტერნეტსივრცე აალაპარაკა, ჯეი ზის ჯერიც დადგა.
52 წლის ვარსკვლავმა მისი 10 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი NBA - ს ფინალურ შეხვედრაზე მიიყვანა. აივი ჯეი ზის და ბიონსეს საერთო ქალიშვილია.
ფანები ამბობენ, რომ ჯეი ზი მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა შვილთან საუბარსა და ჩახუტებას, მაგრამ აივი თამაშმა იმდენად გაიტაცა, რომ მამას ყურადღებას თითქმის არ აქცევდა.