ძილის ნაკლებობა ან დარღვეული ძილის რეჟიმი ჩვეულებრივი პრობლემაა, რომელსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ცუდი ძილი არა მხოლოდ შთანთქავს ენერგიას და ამცირებს პროდუქტიულობას, არამედ ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა წნევა და დიაბეტი.
მელატონინი, ანუ ძილის ჰორმონი, არის სხეულის ძილ-ღვიძილის ციკლის ცენტრალური ნაწილი. მისი გამომუშავება იწყება გარეთ სიბნელის დადგომასთან ერთად, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს და ეხმარება სხეულს დასვენებაში.
თქვენი სხეული მელატონინს ბუნებრივად გამოიმუშავებს, მაგრამ ბოლო დროს მისი გარეგანი წყაროები ბევრად უფრო მოთხოვნადი გახდა.
ჰორმონი შეიძლება დაიყოს ორ ტიპად:
- ენდოგენური - მელატონინი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში.
- ეგზოგენური - სინთეზური მელატონინი, რომელიც წარმოიქმნება ლაბორატორიაში და მიიღება ტაბლეტის ან კაფსულის სახით.
ორგანიზმი მელატონინის გამომუშავებას იწყებს დაძინებამდე ორი საათით ადრე, ანუ თუ რეგულარულად იძინებთ 23.00 საათზე, მაშინ ჰორმონი სისხლში 21.00 საათზე აქტიურდება. ჩვენი ორგანიზმი ჰორმონს ყველაზე აქტიურად დილის 2-დან 4 საათამდე გამოიმუშავებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში მისი გამომუშავება თანდათანობით მცირდება.
მელატონინის გამომუშავებს ხელს უშლის ცისფერი სინათლე, გამოსხივება და ალკოჰოლი. ასე რომ, ეცადეთ, ძილის წინ, რამდენიმე საათით ადრე, ტელეფონების და სხვა მსგავსი მოწყობილობების გამოყენებას მოერიდოთ.
დეპრესიის 8 ტიპი და მათი მკურნალობის გზები
5 ნაცადი და ეფექტური გზა იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს
5 წლის შემდეგ არ ველოდი ყოფილ ცოლს ჩემი სახლის ზღურბლზე, მეგონა, პატიების სათხოვნელად მოვიდა, მაგრამ...