ზაფხულის დადგომასთან ერთად ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო მეტს ვარჯიშობენ, რათა ზღვის სეზონისთვის ფორმაში ჩადგნენ. ქალების უმრავლესობას მოსწონს კაბის ისეთი სტილი, რომელიც ფარავს ხარვეზებს და სხეულის ფიგურას ყველაზე მეტად უსვამს ხაზს, ჩვენ კი გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
გრძელი კაბა
მსგავსი მოდელი განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის, ვისაც არ უყვარს ფეხების გაშიშვლება და უპირატესობას კომფორტს ანიჭებს. გრძელ კაბას ბევრი უპირატესობა აქვს, ის ხელს არ შეგიშლით თამამად მოძრაობაში და ვიზუალურად გამოკვეთს თქვენს სხეულს, თუმცა მოდის ექსპერტები გირჩევენ, რომ ამ სტილს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამოთ.
მაისური-კაბა
ზედმეტი კილოგრამების დასამალად ქალები ხშირად ატარებენ თავისუფალ ტანსაცმელს. ზაფხულში მაისური-კაბები შესანიშნავად ასრულებს ამ ამოცანას. რა თქმა უნდა, ასეთი კაბით რესტორანში არ წახვალთ, მაგრამ შეგიძლიათ ქალაქში გახვიდეთ ან პარკში გაისეირნოთ.
კაბა-პერანგი
ჯერ ერთი, ერთ წელზე მეტხანს მოგემსახურებათ, რადგან მოდიდან არასდროს გადადის; მეორეც, ამ სამოსის ჩაცმა შეიძლება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სამსახურში და სასეირნოდაც.
ისინი ხაზს უსვამს თქვენი სხეულის წელისა და მკერდის ფორმებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ასიმეტრიულ ჭრილს. ასეთი მოდელი აუცილებლად გადაიტანს ყურადღებას ზედმეტი კილოგრამებიდან თქვენს ფეხებზე, რომლებიც ვიზუალურად უფრო გამხდარი გამოჩნდება.
ზაფხულის ყველაზე მოდური და დახვეწილი ლუქები - ჟული ფერერის გამოვნებიანი გარდერობი
ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ შავი ფერი ახდუნებს - ეს და კიდევ 4 მითი შავი სამოსის შესახებ
დახვეწილობისა და გემოვნების ნიშანი - 8 რამ, რასაც ფრანგი ქალების გარდერობში აუცილებლად შეხვდებით