„როგორ შეიძლება გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო?" - დალი ჩიტალაძე ნაადრევი ქორწინების შესახებ საუბრობს - Marao

„როგორ შეიძლება გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო?" - დალი ჩიტალაძე ნაადრევი ქორწინების შესახებ საუბრობს

2022-06-17 10:25:11+04:00


ბლოგერი და დიზაინერი დალი ჩიტალაძე ხალხმა პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო და შეიყვარა. მას შემდეგ დალის სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს. ამჯერად ის 16 წლის ასაკში გათხოვების ამბავს იხსენებს:

„როგორ შეიძლება გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო? ჯერ საკუთარ თავში არ მქონდა თავისუფლება ნაპოვნი, ბავშვი ვიყავი. პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ. სანამ ამ შეგრძნებას მიიღებს ადამიანი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა გაიაროს: თავისუფლება თავდაჯერებიდან, ინტელექტიდან, გამოცდილებიდან მოდის. ასე რომ, მაშინ აბსოლუტურად დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. სულ ვამბობ, რომეო და ჯულიეტას სიყვარული ნამდვილი გრძნობა არის-მეთქი. მერე ცხოვრება უკვე ისეთი რთული და არაპროგნოზირებადია, „ზრდასრული სიყვარული“ გვიან მოდის. დღეს 21-ე საუკუნეა და არა შუა საუკუნეები ან თუნდაც მე-19 საუკუნე, როდესაც ქალისა და მამაკაცის როლი სხვანაირი იყო. კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო რთულია… ადრე თუ ქალები აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვილიყვნენ, დღეს პირიქით, ეს სირცხვილია, რადგან ჯერ რაღაც საკუთარი უნდა შექმნა. ბევრი შემეკამათება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია…“ - ამბობს დალი.

„ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო, მეგონა, კედლები გასკდებოდა… მეშინია, არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვაო…“ - რა ისტორიას იხსენებს დალი ჩიტალაძე

დალი ჩიტალაძის საგვარეულო რეცეპტი - "ეს არის იდეალური "იდეალი“

"ზოგი ამბობს, ვაიმე, იქ რა უნდა იყიდოო..." - კრისტი ყიფშიძე და დალი ჩიტალაძე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებსაც სტუმრობენ