პრინცესა დაიანას ლეგენდარული ტიარა - ლედი დიმ ამ ტიარას მორგებით სამეფო პროტოკოლი პირველად დაარღვია - Marao

პრინცესა დაიანას ლეგენდარული ტიარა - ლედი დიმ ამ ტიარას მორგებით სამეფო პროტოკოლი პირველად დაარღვია

2022-06-17 16:47:15+04:00


ნებისმიერი გოგონა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრზე ქორწინდება, ტიარას სამეფო არქივიდან არჩევს, თუმცა პრინცესა დაიანამ პროტოკოლი ქორწილშივე დაარღვია, როდესაც დედოფლის ტიარას ნაცვლად აქსესუარი საკუთარი ოჯახის მემკვიდრეობაში იპოვა.

ტრადიციის მიხედვით, ქალი ქორწილში ქმრის ოჯახის მიერ ნათხოვებ ტიარას ირგებს, რითაც აცხადებს რომ „შვილის“ ტიტულს ემშვიდობება და „ცოლი“ ხდება. დაიანას, ისევე როგორც შემდეგ ქეით მიდლტონს, მეგან მარკლს და სხვებს, ცერემონიაზე ელიზაბეტის ან სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლის გვირგვინი უნდა შეერჩია, მაგრამ სპენსერების საგვარეულო ტიარა დღემდე იმ 46-ს შორის ინახება, რომლებიც სამეფო ოჯახის დედოფლებმა, პრინცესებმა და „რძლებმა“ მოირგეს.

დაიანას ტიარა 1930 წელს შეიქმნა და ის ლედი სინტია ჰამილტონს გადაეცა, რომელმაც აქსესუარი დაიანას დიდ ბაბუაზე, ერლ სპენსერზე დაქორწინების დროს გაიკეთა. სწორედ ასე აღმოჩნდა ლეგენდარული ტიარა ჯერ სპენსერების საგვარეულო სამკაულებში, მოგვიანებით კი ბრიტანეთის პრინცესას ქორწილში.

ნახეთ, რა რაოდენობის თანხას გამოიმუშავებენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურად

ერთი სამკაულის ისტორია: ბრილიანტის გულსაბნევი, რომელიც ელიზაბეტ მეორემ მემკვიდრეობით მიიღო

ერთი კაბის ისტორია: პრინცესა დაიანას საკულტო შავი კაბა, რომლითაც მან ტრავოლტასთან ერთად იცეკვა