მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნუკი უკვე წლებია შვილთან და ქმართან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ როგორც ჩანს, ის 3 თვით საქართველოში ჩამოვა და „პრაიმ ჰაუსის“ ჟიურის წევრებს შორის ვიხილავთ.
„ძალიან მიხარია, რომ ჩამოსვლისთანავე სამსახურს მთავაზობენ. როგორც სხვა დაკომპლექსებულ ადამიანს, მეც სულ მგონია, რომ აღარავის ვაინტერესებ, აღარ ვჭირდები და მერე რომ მეუბნებიან - გვჭირდებიო, აპ! მიხარია.
მე ჩემს სამშობლოს ვერ ველევი. აქაური ყველაფერი მირჩევნია, ჰაერი, ტელევიზია და ყველაფერი აქაური მიყვარს. აქ ჩამოსვლა მიხარია. ბენიც ჩამოვა. უბრალოდ, ჩემსავით სამი თვით ვერ ინავარდებს“, - ამბობს ნუკი.
"მერე რა, რომ 30-ს გადავაცილე, ცხოვრება ახლა იწყება" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი
"როცა იჩხუბეთ, ჩემოდანი ჩაალაგე და მიდიხარ…სიყვარული სხვა კი არაფერია…" - ნუკი კოშკელიშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
"ღამეც გამითენებია მუშაობაში და დაღლილიც მოვსულვარ გადაღებიდან, ბავშვთან გატარებული დრო ვერაფერს შეედრება’’ - ნუკი კოშკელიშვილი დედობის შესახებ