მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.
ამჯერად ნუკიმ "ინსტაგრამზე" სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.
"როცა დასცხეთ, ჩემოდანი ჩაალაგე და მიდიხარ… მერე შემოგეწრუპა, შემოგერიგა და ახლა ხარ “პახმელიაზე” და იმაზე ფიქრი გკლავს, რომ ამოსალაგებელია ჩალაგებული ჩემოდანი… სიყვარული სხვა კი არაფერია… გაჩეჩილი, უმაკიაჟო, ნაბახუსევი და ბავშვობიდან გაცოცხლებული სიმღერა" - წერს ნუკი.