იმისდა მიუხედავად, რომ მეცნიერებმა და დიეტოლოგებმა რამდენიმე წლის წინ მთლიანად მოახდინეს საზოგადოების ინფორმირება ცხიმების შესახებ, ბევრი ადამიანი მაინც ერიდება მის მიღებას.
გთავაზობთ მითებს, რომლებიც დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათი უმეტესობა ტყუილია:
მითი #1: ცხიმიანი საკვების მიღება იწვევს წონის მატებას
რა თქმა უნდა, თუ რეგულარულად მიირთმევთ ცხიმიან საკვებს დიდი რაოდენობით, მოიმატებთ რამდენიმე კილოგრამს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ცხიმიანი საკვები არ იწვევს ჭარბ წონას. 1 გრამი ცხიმი შეიცავს 9 კილოკალორიას. იმისთვის, რომ წონაში არ მოიმატოთ, უბრალოდ ეცადეთ განსაზღვროთ, რა რაოდენობის კილოკალორია გჭირდებათ დღიურად და მენიუ ამის მიხედვით შეადგინოთ.
მითი #2: ცხიმი სასარგებლო არ არის
ცხიმი დიეტის აუცილებელი კომპონენტია. ის ეხმარება ტვინს მუშაობაში, არეგულირებს ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებს, ჰორმონების გამომუშავებას და სხეულის ტემპერატურას. მათი ნაკლებობა გავლენას ახდენს გარეგნობაზე. თუ თქვენ გაქვთ ზეთიანი თმა, მშრალი კანი და მტვრევადი ფრჩხილები, შესაძლებელია, რომ თქვენი სხეული საკმარის ცხიმს არ იღებდეს.
მითი #3: ცხიმები მავნებელია
ნახშირწყლების მსგავსად, ცხიმები იყოფა ორგანიზმისთვის სასარგებლო და მავნე, ანუ გაჯერებულ ან მყარ ცხიმებად. გაჯერებული ცხიმები ყველაზე ხშირად გვხვდება გადამუშავებულ საკვებსა და ცხოველურ პროდუქტებში. სასურველია მათი რაოდენობის შეზღუდვა. მაგრამ თხილი, ავოკადი და სხვა მცენარეული პროდუქტი, რომლებიც ცხიმებს შეიცავს, ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია.
მითი #4: ცხიმიანი საკვები ზრდის ქოლესტერინის დონეს
გაჯერებულ ცხიმებს ნამდვილად შეუძლია გაზარდოს სისხლში ქოლესტერინის დონე, ხოლო პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც გვხვდება მზესუმზირის თესლში, გოგრის თესლში, ტუნასა და ნიგოზში, მხოლოდ ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
სცადეთ! თაფლისა და დარიჩინის ეს რეცეპტი წონაში კლების გარანტირებულ შედეგს გპირდებათ
ვიკლებთ და ვძლიერდებით! - ყინულის დიეტა 5 მარტივი წესით, რომელიც წონის კლებასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
7 საოცარი სასმელი, რომელიც ორგანიზმს დასვენებასა და წონის კლებაში ეხმარება