გთავაზობთ 7 დღიანი დიეტის ერთ-ერთ მაგალითს, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ 4-7 კილოგრამის დაკარგვა. 7 დღიანი დიეტა იდეალურია კუჭის სათანადო კვებისათვის მოსამზადებლად, რომელზეც უნდა გადახვიდეთ დიეტის შეწყვეტის შემდეგ. 7 დღიანი დიეტა შედგება რამდენიმე სახის მონოდიეტისგან, რომელთა შორის არის წყლის დღეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს მხოლოდ წყალი ან ბულიონი უნდა დალიოთ, ნებადართულია რომ მიირთვათ იოგურტი, კეფირი, ახლად გამოწურული ბოსტნეულის და ხილის კოქტეილები, კომპოტები, რძის კოქტეილები და ა.შ. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, მათში ცხიმის პროცენტული შემცველობა მინიმალური უნდა იყოს, ხოლო იოგურტი არ უნდა შეიცავდეს შაქარს.
დღე 1: წყლის დღე
საუზმე: 200 მლ კეფირი და ჩაი უშაქროდ.
სადილი: 200 გრ ქათმის ბულიონი მარილის გარეშე.
საუზმე: 150-200 გრ ნატურალური იოგურტი.
ვახშამი: 200 მლ უცხიმო რძე.
დღე 2: ბოსტნეულის დღე
საუზმე: ორი პომიდორი.
სადილი: კიტრის, ახალი კომბოსტოს და მწვანილის სალათი მცენარეული ზეთით.
საუზმე: ორი კიტრი.
ვახშამი: კიტრის სალათი, ტკბილი ბულგარული წიწაკა და მწვანილი.
დღე 3: წყლის დღე
საუზმე: 200 მლ რძის კოქტეილი, ჩაი უშაქროდ.
ლანჩი: 200 მლ უცხიმო რძე.
სადილი: 150-200 გრ ქათმის ბულიონი მარილის გარეშე.
ვახშამი: 200 მლ უცხიმო რძე.
დღე 4: ხილის დღე
საუზმე: ორი ფორთოხალი, ერთი გრეიფრუტი.
სადილი: ვაშლის, კივის და ფორთოხლის სალათი.
ვახშამი: ვაშლი და მსხალი.
დღე 5: ცილის დღე
საუზმე: ორი კვერცხი.
ლანჩი: 200 გრ მოხარშული თევზი.
სადილი: 150 გრ მოხარშული ქათამი და 100 გრ მოხარშული ბარდა.
ვახშამი: 100 გრ ყველი.
დღე 6: წყლის დღე
საუზმე: 200გრ კეფირი და ჩაი უშაქროდ.
ლანჩი: 200 გრ გრეიფრუტის წვენი.
სადილი: 200 გრ ქათმის ბულიონი მარილის გარეშე.
ვახშამი: 200 გრ რძე.
დღე 7: დიეტის შეწყვეტა
საუზმე: კვერცხი და მწვანე ჩაი უშაქროდ.
ლანჩი: ნებისმიერი ხილი.
სადილი: სუპი წიწიბურით ან ბრინჯით.
საუზმე: ნებისმიერი ხილი.
ვახშამი: ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით.
ცხიმიანი საკვების მიღება წონის მატებას არ იწვევს! - 4 ყველაზე გავრცელებული მითი ცხიმების შესახებ, რომლებიც ახლავე უნდა დაივიწყოთ
ვიკლებთ და ვძლიერდებით! - ყინულის დიეტა 5 მარტივი წესით, რომელიც წონის კლებასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
სცადეთ! თაფლისა და დარიჩინის ეს რეცეპტი წონაში კლების გარანტირებულ შედეგს გპირდებათ