სისხლჩაქცევები და პატარა ნაოჭები თვალების ქვეშ უამრავ პრობლემას იწვევს. მათ გამო ჩვენ არა მხოლოდ დაღლილები და გამოუძინებლები ვჩანვართ, არამედ ასაკსაც ძალიან გვმატებს. მათი მოშორება შეიძლება კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტითა და ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებებით, თუმცა ამჯერად უფრო ბიუჯეტურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ეფექტურ შედეგს გვპირდება.
შეურიეთ 0.5 სკ კურკუმა, 1 სკ სოდა და რამდენიმე წვეთი ლიმონი. თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა, ლიმონი შეცვალეთ ჩვეულებრივი წყლით. წაისვით ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში, როდესაც დრო ამოიწურება, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.
სწრაფი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მისაღებად გირჩევთ ამ ნიღბის გამოყენებას რეგულარულად, 3 დღეში ერთხელ.
კვებავს კანს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს - ატმის 7 განსაკუთრებული თვისება, რომლებზეც აქამდე არაფერი გსმენიათ
რატომ ჩნდება აკნე და როგორ უნდა ვებრძოლოთ მარტივად და ეფექტურად
სახის გამაგრილებელი სპრეი, რომელიც თქვენს კანს ზაფხულის მწველი მზისგან დაიცავს