პირველი შვილის დაბადებიდან თითქმის ორთვიანი დუმილის შემდეგ რიანა პირველად გამოჩნდა. ვარსკვლავი ლონდონში გამართულ კონცერტს დაესწრო, სადაც მისი შვილის მამა, A$AP Rocky, იგივე რაქიმ მეიერსი მღეროდა.
თუ რიანამ ფეხმძიმობის პერიოდში ახალი სტილი დაამკვიდრა და მუცელი ყოველთვის მოშიშვლებული ჰქონდა, ამჯერად ის სრულიად საპირისპირო იმიჯით გამოჩნდა. მომღერალმა „პრადას“ შავი ქურთუკი მოირგო, მისმა გარეგნობამ და სტილმა კი, როგორც ყოველთვის, უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ რიანამ შვილის პირველი ფოტო 2 თვის წინ გამოაქვეყნა. მომღერალმა მშობიარობა ამერიკიდან შორს გადაწყვიტა, რათა პაპარაცების და მედიის ყურადღება თავიდან აერიდებინა. ის და რაქიმ მეიერსი ერთმანეთს უკვე 1 წელზე მეტია ხვდებიან.

რიანა დედა გახდა - მუსიკოსი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს
"სიძლიერის სიმბოლო": როგორ შეცვალა რიანას სტილი და ცხოვრება ორსულობამ
"თუ ეს ყოველივე სიმართლეა, მისი მუსიკის მოსმენას აღარ ვაპირებთ" - რაქიმ მეიერსის ფანები რეპერს ფეხმძიმე რიანას ღალატის გამო აკრიტიკებენ